LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

780_240384375

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიას რწმუნებულმა მიაწოდა.ზურაბ ბარბაქაძის თქმით, საავადმყოფოს მედპერსონალმა საქასრიაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეცდომით სხვა მიცვალებულის ცხედარი გაატანა. როგორც ბარბაქაძე ამბობს, შეცდომის შესახებ ოჯახისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.

ორივე გარდაცვლილი ქალი იყო. როგორც რწმუნებული ამბობს, ერთ-ერთი ქალის ოჯახმა მხოლოდ დასაფლავების შემდეგ გაიგო, რომ კლინიკიდან ცხედარი შეცდომით გამოატანეს, რადგან მათთან სოფელში დამარხული მიცვალებულის ოჯახი ჩავიდა და ცხედრის ამოსვენება მოითხოვა.

“24 დეკემბერს გადაიყვანეს პაციენტი ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ჰოსპიტალში, სადაც 83 წლის ქალი ანგელინა ბარბაქაძე 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა წამოიყვანა მიცვალებული, დაკრძალა 3 იანვარს. მიცალვალებულის ნამდვილმა ჭირისუფალმა დღეს მიაკითხა ოჯახს და მიცვალებულის ამოთხრა მოითხოვა”, – თქვა საქასრიის რწმუნებულმა ზურა ბარბაქაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები