LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტის თანამშრომელი და მესაზღვრე გადაიყვანეს

94
1582556884-კლინიკა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტის თანამშრომელი და ერთი მესაზღვრე ვირუსის ნიშნებით გადიყვანეს. მედიკოსების ვარაუდით, მათ კონტაქტი ქონდათ იმ პირთან, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და რამდენიმე დღეში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ორივე პაციენტი ბოქსირებულ ოთახშია განთავსებული. ანალიზებს ლუგარის ლაბორატორია გაარკვევს და სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ხუთი ადამიანია მოთავსებული. ერთი პაციენტის პასუხი უარყოფითია, ოთხი ანალიზი კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, საიდანაც პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან. პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება მსოფლიო მონაცემებს,  კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 125-ს აღწევს. ინფიცირებულია 91 ათასამდე ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 48 ათასს აჭარბებს.

48 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები