LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება – სამუშაოების ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტია

98
148580099-4952381471502581-1443693583485851982-o

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.

2019 წლიდან დღემდე, ქუთაისის 60 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, მათ შორის 2 ცენტრალური – აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო, ხოლო 2019-2020 წლებში დასრულდა 2 ცენტრალური – ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირების რეაბილიტაცია.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 34 კმ-ზე მეტი.

2020 წელს, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს.

ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლდება სანიაღვრე სისტემები, ეწყობა მიერთებები, ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება ქალაქში უსაფრთხო, კომფორტული გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g