LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისსა და ისრაელს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

40
კეგე

ისრაელსა და ქუთაისს შორის, 2023 წლიდან, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში შეხვედრები გამართა.

თამარ არჩუაძე თელ-ავივში ავიაკომპანია EL AL el Israel Airlines-და Sun D’Or International Airlines ხელმძღვანელობას შეხვდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა ასევე, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია.

“ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. გენერალურ დირექტორ ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო”, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g