LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა

114
კლინიკა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

როგორც “ფორტუნას” “ბომონდის” კლინიკურმა დირექტორმა, მამია ყიფიანმა განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. დაზიანებული ჰქონდა ფილტვის ქსოვილის 72%  და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

“პაციენტი 7 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა ჩვენს კლინიკაში. მოხერხდა სასწრაფოდ საკეისრო კვეთის ჩატარება და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.  ახალშობილი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში”- განაცხადა ყიფიანმა.

არსებული ინფორმაციით, მელოგინე პაციენტი ქუთაისის კლინიკაში სამეგრელოდან გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g