LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ხანდაზმულმა, 91, 83, 80 და 73 წლის პაციენტებმა კორონავირუსი დაამარცხეს

285
BeFunky-collage (2)

კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრში ვირუსი ხანდაზმულმა პაციენტებმა დაამარცხეს.კერძოდ, 91, 80, 83 და 73 წლის პირებმა.

გამოჯანმრთელებული 91 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 22 ნოემბერს, სახლიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. პაციენტს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, გვერდების ტკივილი და გულ-მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდა. პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

კლინიკა ბომონდის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადება ასაკოვანი ცოლ-ქმარი. წყალტუბოს მკვიდრი, 80 და 83 წლის პაციენტები კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შევიდნენ. მათივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის კაცი, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

ამ დროისთვის კლინიკას 90 წელს გადაშორებული 5 პაციენტი ჰყავთ. ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 125 პაციენტია მოთავსებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 450-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g