ქუთაისში კიდევ ერთი ექიმი გენადი ესაკია კორონავირუსით გვიან ღამით გარდაიცვალა. ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უროლოგად მუშაობდა.
ექიმი კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა, მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. მას თანმდევი დაავადებაც ჰქონდა.
საქართველო კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზე აღარაა – კულუმბეგოვი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 198 387 ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 495 პაციენტი და მათი საერთო მონაცემი 167 281 გახდა. ხოლო გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსი 3 487 ადამიანს დაუდასტურდა