LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მგზავრთნაკადი 100% აღდგა: 1-ლი აგვისტოდან ახალი ავიამიმართულებებიც ემატება

280
ceb121501830909f640lt-news-erstmals-nach-georgien-1

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100% აღდგა.  2022 წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76,052 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივნისი 76,208 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. ივნისში, აეროპორტში რეისები 21% გაიზარდა და 298 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ივნისი – 247 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g