ქუთაისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაკავებული რედაქტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც აქტივისტებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „ბათუმელების“ სპეციალური ნომერი დაარიგეს.
როგორც აქტივისტებმა აღნიშნეს, „რეჟიმის უკანონო პატიმრებს მიეძღვნა“.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი.