LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, მშობიარემ უამინდობის გამო კლინიკაში დროულად მისვლა ვერ შეძლო და კლინიკის ეზოში იმშობიარა

252
Untitled design (22)

დიდთოვლობის გამო ქალმა კლინიკაში დროულად მისვლა ვერ მოახერხა და მან კლინიკის ეზოში, ავტომობილში იმშობიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში“, – ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g