LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ აქციას “რიონის ხეობის მცველები” შეუერთდნენ

85
აქცია

ქუთაისში”ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მასშტაბური, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულმა მოქალაქეებმა, ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაკეტეს, რამდენიმე წუთის წინ კი მათ, “რიონის ხეობის მცველები” სოფელ გუმათიდან შეუერთდნენ, სადაც მანამდე ისინი ასევე საპროტესტო აქციას მართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ავტომობილები გააჩერეს და საყვირებით ჰესის მშენებლობას ამ ფორმით აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი “ნამახვანჰესის” მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და შესაბამისად, გუმათში მყოფ აქტივისტებს უერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეები და “რიონის ხეობის მცველები” პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

ეს მშვიდობიანი მსვლელობაა და თუ ავტომობილებით არ გაგვიშვებენ, გუმათში ფეხით მივალთ: “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს

 

პოპულარულები