LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვა ნასროლი იყო ჩვენი მხრიდან, მაგრამ ვიცით, რომ არიან შემოგზავნილი ადამიანები, პროვოკატორები, ბარიკადის მეორე ნაწილიდან: გოლეთიანი

107
?????????????????????????????????????????????????????????

“რაც ვიხილეთ გუშინ… ქვა ნასროლი იყო ჩვენი მხრიდან, მაგრამ ვიცით, რომ არიან შემოგზავნილი ადამიანები, პროვოკატორები, ბარიკადის მეორე ნაწილიდან”,- ამის შესახებ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგების აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანმა პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით აქციის მონაწილეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან.

სოფელ გუმათში, სადაც ბარიაკდებია აღმართული, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები იმყოფებიან და რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი უბრალოდ სთხოვენ პოლიციის წარმომადგენლებს, მათ გზის გაგრძელების საშუალება მისცენ.

ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები