LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემო ქართლში 7 ახალგაზრდა დაჭრეს – დაკავებულია 2 პირი

252
დაჭრა

ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ მუშევანში მოხდა. გავრცელებული ცნობითვე, მომხდარს წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც ქორწილში დაიწყო.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს 2 პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g