LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემო ქართლში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ხვალ მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება: შოთა რეხვიაშვილი

114
news943

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ხვალ ტრადიციულად მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება.

აღნიშნულის მიზეზად რეხვიაშვილი კოვიდპანდემიას ასახელებს და ამბობს, რომ “რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა ამით მაღალ სახელმწიფოებრივ მიდგომასა და სამოქალაქო შეგნებას იჩენენ”.

“ნოვრუზ ბაირამს ჩვენ ტრადიციულად ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით აღვნიშნავთ, თუმცა მეორე წელია პანდემიის და მოქმედი რეგულაციების გამო, ეს ვერ ხერხდება. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ისინი სრულად აცნობიერებენ ამ გამოწვევას. გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და სახელმწიფოებრივი მიდგომის გამო, მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენი მოქალაქეები მაღალი შეგნებით ეკიდებიან, იაზრებენ და იციან პრობლემის არსი და არავითარი წყენა, არავითარი გულისტკენა ამაში არ არის. მინდა მივულოცო მათ ნოვრუზ ბაირამი და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g