თეთრიწყაროში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. ქვემო ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით სამივე მათგანი სამედიცინო პერსონალია და ისინი საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ.
შოთა რეხვიაშვილის თქმით, დროული რეაგირების შედეგად, ქვემო ქართლში ინფექციის უკონტროლოდ გავრცელება აღარ არის და შემცირებისკენ მიდის გამოვლენის ფაქტები.
“ეს თუ საქართველოს გამოუვიდა, ის მსოფლიო ტურიზმის ბაზარს დაიპყრობს” – რას წერენ საქართველოზე
“73 მჭიდრო კონტაქტი და მომეტებული რისკის მქონე ადამიანები ჩვენ ორგანიზებულად გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეებში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ ადგილზე, თეთრიწყაროში გავრცელება არ არის და ეს ერთეული შემთხვევები არის იქ, სადაც რისკი იყო უფრო მაღალი”- განაცხადა გუბერნატორმა.
11 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11- გარდაიცვალა.