LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვევრი ბრენდია, თუმცა, საქართველო მას ვერ აწარმოებს, ქართველი მეღვინეები ქვევრებს სხვაგან ყიდულობენ, სირცხვილია – ვაჩეიშვილი

152
ipiccy_image

საქართველო ქვევრებს ვერ აწარმოებს, ხშირ შემთხვევაში კი შესყიდული ქვევრების უმრავლესობა სკდება, – საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ „ატენური მარნის“ დამფუძნებელი ნიკა ვაჩეიშვილი საუბრობს.

„ქვევრი ბრენდია, თუმცა, საქართველო მას ვერ აწარმოებს. ქართველი მეღვინეები ქვევრებს ესპანეთსა და იტალიაში ყიდულობენ, სირცხვილია. არადა, რამდენი მილიონი დაიხარჯა მაგალითად იყალთოს ქვევრის წარმოებისთვის?“ – ამბობს ვაჩეიშვილი.

მისივე თქმით, პრობლემად რჩება აღჭურვილობის და ინვესტირების პრობლემა, აქედან გამოსავალი კი ისეთი სახელმწიფო პროგრამების არსებობაა, რომელიც მეღვინეებს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. „ატენური მარნის“ დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან დარგის მიმართ დახმარება სისტემური უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g