ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი მონაწილეობდა.
„RAW Wine” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
„RAW Wine Berlin”-ზე წელს 19 ქვეყნის 150 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა.