LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას, რომელსაც სურს წლიურად 10-15%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, არ აქვს უფლება, წერილებს უპასუხოს 30 დღის ვადაში – ესტონელი ინვესტორი საქართველოზე

76
5bb72db674dbb

ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი საქართველოში არსებულ ბიუროკრატიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს წლიურად 10-15%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, არ აქვს უფლება, წერილებს უპასუხოს 30 დღის ვადაში.

საკითხზე უცხოელმა ინვესტორმა „ფორბსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების ტემპი კარდინალურად შემცირებულია.

“ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ეტაპებზე ჩნდება, იზრდება და ძლიერდება ბიუროკრატია. კითხვა შემდეგშია, შეუძლია თუ არა საქართველოს ასეთი ბიუროკრატიის უფლება მისცეს თავს. მე ფიქრობ, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს, წლიურად 10-15%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, ამის უფლება არა აქვს. მათ არა აქვთ უფლება, წერილებს უპასუხოს 30 დღის ვადაში ასეთი პასუხით: „ჩვენ კიდევ გვჭირდება ფიქრისთვის დრო”.

წერილს ერთ კვირაში უნდა უპასუხო. ეს საკითხი, მე ვიტყოდი, შესამჩნევად გაუარესებულია“, – განმარტავს ოლეგ ოსინოვსკი „ფორბსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები