ქვეყანაში სამედიცინო პირბადებიის დეფიციტია. კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, გუშინვე რიგები იყო აფთიაქებთან.
მოსახლეობის ნაწილი პირბადეების გარეშე დარჩა. როგორც ისინი ამბობენ, დაწესებულია შეზღუდვა და თითოეულ ადამიანს 20 პირბადეზე მეტს არ აძლევენ.
ამასთან, აფთიაქების ნაწილმა პირბადეების ფასები გაზარდა.
დეპიციტისგან თავის ასარიდებლად, ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს დამატებითი პირბადეების შემოტანაში დახმარებას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანიკის საფუძველი არ არის, საზღვრები დროებით ჩაიკეტება – საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევაა