LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს – ბოლო 24 საათში, 7 815 ადამიანი აიცრა

150
1

ქვეყნის ჯანდაცვის ექსპერტები და წამყვანი ინფექციონისტები უკვე დიდი ხანია ვაქცინაციის შემცირებულ მაჩვენებელზე საუბრობენ.

სტატისტიკური მონაცემები განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში – დღიურად აცრილთა რიცხვი 12-10 ათასიდან, 8-7 ათასამდე შემცირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდვაქცინით 7 815 ადამიანი აიცრა. 

დღევანდელი მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 849 946 პირი.

გუშინ თბილისში 3 509 ადამიანი აიცრა.

რაც შეეხება აცრების სტატისტიკას რეგიონების მიხედვით – მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

ბოლო 24 საათში, ყველაზე მეტი აცრა იმერეთში ჩატარდა, რეგიონის მასშტაბით გუშინ 950 ადამიანი აიცრა.

მეორე ადგილზე აჭარაა – დღიურად აცრილი 888 პირით, რომელსაც მოჰყვება სამეგრელო-ზემო სვანეთი ჩატარებული 646 აცრით.

გუშინ ყველაზე დაბალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამოვლინდა, სადაც კოვიდვაქცინა მხოლოდ 54-მა ადამიანმა გაიკეთა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, დროის მოკლე პერიოდში ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გაძლიერდეს.

NCDC-ის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კლებისა და სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა, სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g