LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინეს

264
85151070-2714396285262916-243866572324601856-n

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში შემოწმების შედეგად გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ ყველის წარმოება-რეალიზაციას.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებლის დაცვა გაურკვეველი წარმომავლობის სურსათისაგან. სააგენტო აქტიურად ამოწმებს ყველის წარმოების, წარმოებაში გამოყენებული რძის წარმომავლობის და რეალიზაციის ფაქტებს. სახელმწიფო კონტროლთან ერთად, მიმდინარეობს ბაზების შექმნა და ოჯახური წარმოების სუბიექტების გამიჯვნა არარეგისტრირებული მწარმოებლებისაგან. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა, კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორების ინტერესების გათვალისწინება და კონკურენტული გარემოს შექმნა“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g