LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც თამამად გარუჯვა შესაძლოა პატიმრობით დასრულდეს

113
Capture

იმ ქვეყნების სიაში, სადაც ტურისტებისთვის ბიკინით ან მის გარეშე გარუჯვა სასტიკად აკრძალულია ტუნისი, ეგვიპტე და მაროკო შედის. ეს და კიდევ რამდენიმე სხვა სახელმწიფო, რომელთა პლაჟებზეც გახდილ ადამიანებს არ მიესალმებიან, ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Star-მა დაასახელა.

გამოცემის ინფორმაციით, ემირატებში, დუბაიში ქალებს ზედმეტად თამამი საცურაო კოსტიუმებით გარუჯვა ეკრძალებათ და პლაჟის მიღმა ბიკინით გადაადგილება შესაძლოა 6 თვიანი ციხით დასრულდეს.

სიაში კიდევ ერთი ქვეყანაა ტრინიდადი და ტობაგოა. ამ კუნძულოვან სახელმწიფოში წელს ზემოთ შიშვლად ცურვა ან მზის აბაზანების მიღება კანონითაა აკრძალული, ხოლო მალტაში ჩასულმა დამსვენებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებაში შიშვლად გამოჩენისთვის შესაძლოა 700 ევრომდე თანხით დაჯარიმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები