LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი

36

ამ დროისათვის ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

როგორც “ავტორადიოს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სადაც დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული გზის კმ100-კმ188 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ138-კმ188 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.