“საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ იყო გამოყოფილი აშკარა პრიორიეტეტები. ეს არის ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია, შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება აქ გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური, პოსტკოვიდურიური ეკონომიკური აღდგენა.” – პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე იმ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებითვის, ასევე ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.
გიორგი გახარიას თქმით, დღეს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ფრონტზე უწევს ბრძოლა, პირველ რიგში, კი ეს ეხება გლობალურ პანდემიას და გლობალურ კრიზისს. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური რეფორმები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია:
“ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად, ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუყნება.
ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება, მათი ეფექტურობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გადავლახოთ ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადისთვის – ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.” – განაცხადა გახარიამ.