LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

R2-დან გათავისუფლებული ეკა კვესიტაძე სახალხო დამცველს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას სთხოვს

196
-kvesitadze

რუსთავი 2-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სახალხო დამცველს მიმართავს. კვესიტაძემ საჩივარი ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმში წარადგინა, რომლითაც ტელეკომპანიიდან მისი საქმის შესწავლასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს.ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც კვესიტაძის ინტერესებს იცავს.

“ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დღეს სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმში საჩივარი წარადგინა, რომლითაც მისი საქმის შესწავლას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს.

საია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს”- ნათქვამია განცხადებაში

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების უმეტესმა ნაწილმა არხი დატოვა.

„14 წლიანი ისტორიის დასასრული“ - ვინ ტოვებს რუსთავი 2-ს

სია არ არის სრული და ის პერიოდულად განახლდება

მესამე დღეა კურიერი ეთერში არ გადის.ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კურიერი ეთერში დაბრუნდება თუმცა , უცნობია როგორ და რა ფორმით.

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ “ინტერესთან კონფლიქტის” მოტივით გაათავისუფლა.

„ჩვენ წავედით…რუსთავი 2, რუსთავი 2 დან წავიდა”

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და  ეკა კვესიტაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g