მას შემდეგ, რაც მოდაში ლამბერსექსუალის სტილი შემოვიდა, რაც სხვა რამდენიმე კრიტერიუმთან ერთად, მამაკაცებისგან გრძელი წვერის მოზრდასაც „ითხოვს“, ქართველ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ახალი გამართლება გაუჩნდათ იმისთვის, რომ წვერი არ მოიპარსონ.
პირველი, ვინც ამ ტენდენციას გაჰყვა, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იყო. ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარს მოდა და კარგად ჩაცმა და უახლეს ტენდენციებსაც სიამოვნებით მისდევს ხოლმე, შესაბამისად, არც ეს ახალი ტრენდი დაუტოვებია ყურადღებისა და საკუთარი სახის მიღმა.
უჩვეულოდ გრძელი წვერი ასევე დიდი სიამოვნებით მოირგო კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემაც, რომელმაც იმდენად დიდი წვერი მოიზარდა, რომ თაყვანისმცემელი გოგონების გულისწყრომაც დაიმსახურა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ აღელვებს და წვერი ბოლო წელია, მისი იმიჯის განუყრელი ნაწილია.
წვერი გაიზარდა ასევე თორნიკე ოქრიაშვილმაც. ფეხბურთელი, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს მოდური ტენდენციები და ხმაურიანი წვეულებები, ბოლო ხანია, მოზრდილი წვერით ჩანს მოედანზე. წვერი აქვს ასევე ფეხბურთელ გიორგი ლორიასაც. იხილეთ სრულად