LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა არ გამოვიარე…ემიგრანტებმა მინდა ნახონ ეს ჩემი პოსტი“ – ეზოთერიკოს თამარ იოსელიანის ემოციური მიმართვა

187
2026-03-31_23-58-37_823378

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს გვიზიარებს, სადაც ემიგრანტებს მიმართავს.

„რა არ გამოვიარე … ემიგრანტებმა მინდა ნახონ ეს ჩემი პოსტი.
მტკივნეული წარსულიდან – ჯადოსნურ რეალობამდე: ჩემი გზა დაცინვიდან _ თამონიტამდე“.

ზოგჯერ ცხოვრება ისეთ დარტყმებს გაყენებს, რომ ფიქრობ, ფეხზე ვეღარასდროს დადგები. მე გამოვიარე 90-იანების წყვდიადი-ის დალოცვილი დრო.ამის შემდეგ, დამიდგა რეალობად და დავკარგე ჩემი სულის ნახევარი – ღვიძლი ძმა, რომელთან ერთადაც ჩემი გულის დიდი ნაწილიც მიიბარა მიწამ.

შემდეგ იყო 7-წლიანი ემიგრაცია – შვილებისგან შორს, გაუცხოების სუსხსა და იმ დამამცირებელ ჩურჩულში, რომელსაც ყველგან სადაც გადავდგამდი ნაბიჯს,ზურგს უკან მესროდნენ: „რაღაც ქვებზე საუბრობს, ვერ არის ეს გოგოო…“

მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, აღმოვაჩინე ძალა, რომელიც დედამიწის წიაღში, ბუნებრივ მინერალებში იმალება.

მე არ მქონია იოლი გზა. მე ეს წარმატება კი არ გამომივიდა – გამოვიყვანე – დაუღალავი შრომით, 15 + წლიანი პრაქტიკით და 28-საათიანი სამუშაო გრაფიკით, სადაც ენციკლოპედიები, სამეცნიერო რგოლები და მუდმივი განათლება ჩემი ყოველდღიურობა გახდა.

დღეს მე ვარ:
იოსელიანი თამარი – პირველი ლითეროთერაპევტი და უამრავი ქვებისგან შექმნილი ენერგეტიკული სამკაულების ავტორი,პიონერი ქალი საქართველოში.
მე – ვარ
ბრენდი „თამონიტი” – ს (Tamoniti) დამფუძნებელი.
5000-ზე მეტი ენერგეტიკული სამაჯურისა და ამულეტის ავტორი, რომელთაგან თითოეული უნიკალურია და მხოლოდ ბუნებრივი ქვებით იქმნება.
ჩემი ხელწერა ბევრი ხელოვანისთვის გახდა შთაგონების წყარო და მიხარია, რომ დღეს „თამონიტი“ ხარისხისა და ნდობის სიმბოლოა.

ჩემო ძლიერო ქალებო, გოგონებო.
ნუ დანებდებით. ნუ უსმენთ მათ, ვისაც თქვენი არ სჯერა. გამოიყენეთ ემიგრაცია, სირთულეები და ტკივილი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად. დაბრუნდით სამშობლოში, შექმენით თქვენი ქართული ნაწარმი და დაუმტკიცეთ სამყაროს, რომ ქალის ენერგიას საზღვრები არ აქვს!
გააზიარეთ ეს პოსტი, დაუჭირეთ მხარი ქართულ წარმოებას და ერთმანეთის წარმატებას“, – წერს თამარ იოსელიანი.

„როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატივისგან აღდგომისთვის“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა საზოგადოებას

„თებერვლის თმის მაგია…დღეები, როცა მაკრატელი ბედისწერას ეხება“ – როდის უნდა შევიჭრათ თმა, რომ ბედნიერება მოგვიტანოს

„არავის ვაშინებ, მაგრამ იცოდეთ ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსემთვარეობა“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

„რატომ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვისი პრობლემები“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g