LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რა არის აქ გაუგებარი?” – ვასო ურუშაძე უკონტაქტო პატრულის თემას ეხმიანება

68

შსს-ს კანონპროექტის ”საგზაო უსაფრთხოების პროგრამის” გარშემო აჟიოტაჟი არ ცხრება. ამჯერად საქმე უკონტაქტო პატრულის თემას ეხება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცებსა და მოსახლოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ უკონტაქტო პატრულირება ადამიანთა უფლებების კოდექსს არ შეესაბამება, ზოგი კი ამტკიცებს, რომ შსს-ს პროგრამის ეს პუნქტი სწორი და აუცილებელი ნაბიჯია.

ამ თემასთან დაკავშირებით სოც-ქსელის მეშვეობით  ”ეკო ტრანსპორტ ცენტრი”-ს დირექტორი ვასო ურუშაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

”უკონტაქტო პტრულირებას არანაირი კავშირი არ აქვს პირადი ცხოვრების თვალთვალთან. როცა ჩვენ ავტომობილით ვახდენთ გადაადგილებას საქართველოს გზებზე, მაგისტრალებზე, ქუჩებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პირადი ცხოვრება, ეს არის საჯარო სივრცე სადაც აუცილებელია იყოს დაცული უსაფრთხოება.

შესაბამისად ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ჩვენ საქართველოს საავტომობილო გზებზე ვმოძრაობთ ავტომობილით, ყველგან მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი, ავტოსაგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში, ვიდეოკონტროლის მეშვეობით მოხდება თქვენი უკონტაქტოდ დაჯარიმება. რა არის აქ გაუგებარი?

ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ერთია, არავინ არ ვარღვევთ საგზაო მოძრაობის წესებს, ვინც არღვევს ჯარიმდება ნებისმიერ ადგილას საქართველოს საავტომობილო გზებზე, იმიტომ, რომ ყველგან მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი.

P.S. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მხოლოდ უკონტაქტო პატრულირების იდეაზე და არა შსს-ს ხარვეზებზე, მათ არაპროფესიონალიზმზე, რეფორმების გატარების არცოდნაზე, ადმინისტრირების სისუსტეზე, გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. აღარ გავაგრძელებ…” – ნათქვამია ვასო ურუშაძის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ”ეკო ტრანსპორტ ცენტრი”-ს დირექტორი, ვასო ურუშაძე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა შსს-ს კანონპროექტი, მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციებსა და განხილვებში.