ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი, ნანა დათო გორგილაძის გადაცემაში საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ასწავლა ბაბუამ, გელა ჩარკვიანმა:
„გელა ჩარკვიანმა მასწავლა, რომ შენი თავით თუ ხარ კმაყოფილი, შენი თავი თუ მოგწონს გულწრფელად, შეგიძლია ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც გინდა. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი იდეა, ნებისმიერ საქმეს თუ შეუდგები ისე, როგორც გენიოსი, ამ საქმეს ბევრად კარგად გააკეთებ, ვიდრე ნერვიულობისას. გელას ალბათ ჰქონდა რწმენა, რომ რაც უნდა გაეკეთებინა, რადგან თვითონ კმაყოფილი იყო, ე.ი. ის საქმე კარგად გააკეთა.
გელას უყვარდა თავისი თავი, გარშემო ადამიანები და ის საქმეც, რომელსაც აკეთებდა. შესაბამისად, ბედნიერი წავიდა ჩვენგან. იმედი მაქვს, მეც ასე მოვახერხებ…“
ვიდეო: ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი მამის სიმღერას „საქართველო“ ასრულებს