LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დააკომენტარა რაიან რეინოლდსმა ცოლის პროვოკაციულ ფოტოზე (ფოტო)

47

მსახიობმა ბლეიკ ლაივლიმ „ინსტაგრამზე“ პროვოკაციული ფოტო გამოაქვენა, სადაც ის საკუთარ სამზარეულოში შიშველ მამაკაცთან ერთად პოზირებს. მამაკაცი მაგიდაზეა გადაწოლილი, ბლეიკს კი ხელში მარტინი უჭირავს დ ამით გვაჩვენებს, ვინ არის უფროსი სამზარეულოში. ამ ფოტოს ფანების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ყველაზე ორიგინალური კი მსახიობის მეუღლის, რაიან რეინოლდსის კომენტარი გახდა: „ის კარგად გამოყურება“, – წერს რეინოლდსი კომენტარის სახით.

ფოტო ბლეიკ ლაივლის ახალი ფილმის პრომოუშენს წარმოადგენს. „პატარა სათხოვარი“, ასე ქვია პოლ ფეიგის  ფილმს, სადაც ბლეიკ ლაივლი მარტოხელა დედის როლს ასრულებს. მისი გმირი, სტეფანი ვიდეობლოგს წერს, სადაც ცოტა ხნიწ წინ გაუჩინარებული უახლოესი მეგობარი ქალის შესახებ ყვება.

(ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები