დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა AIR ARABIA მომხმარებელს თბილისიდან ეგზოტიკური ქალაქების მიმართულებით ავიაბილეთებსხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს.
როგორც „ფორტუნას”AIR ARABIA-დან აცნობეს, თბილისიდან პირდაპირი რეისები სრულდება შარჯის მიმართულებით, რომელიც 20 წუთის სავალ გზაზეა დუბაიდან, ორმხრიცი ავიაბილეთის ღირებულება კი 534 ლარიდან იწყება.
„გარდა ამისა, გვაქვს ინდოეთის მიმართულებით 13 დანიშნულება, საუკეთესო მოცდის დროებით და ხელმისაწვდომი ფასებით, მათ შორის არის ყველაზე პოპულარული: გოა, დელი და მომბაი. ასევე ნეპალი და შრი-ლანკა, რომელი მიმართულებითაც მომხმარებელს ვთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასებს და მაღალ ხარისხს. მაგალითისთვის, თბილისი-შრი-ლანკა-თბილისის ავიაბილეთების ღირებულება 1216 ლარიდან იწყება”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
როგორც AIR ARABIA-ში განმარტავენ, გარდა იაფი ავიაბილეთებისა, ავიაკომპანია მომხმარებელს მთლიან სამოგზაურო პაკეტებსაც სთავაზობს.
”გვაქვს ჩვენი პარტნიორი CTH (Caucasus tourism holding) -ის მიერ აწყობილი ტური დუბაიშისაუკეთესო ფასად. კერძოდ, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Crowne Plaza Dubai Sheikh Zayed Road , 5ღამე/6დღე დილის კვებით 555$/1485ლარი დაჯდება. ტურის ღირებულებაში შედის: AIR ARABIA-ს ორმხრივი ავიაბილეთი 20კგ ბარგით, სასტუმრო, ტრანსფერები და სამოგზაურო დაზღვევა.
რაც შეეხება შრი-ლანკას, ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან საინტერესო სამოგზაურო პაკეტი. 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო 5ღამე/6დღე 555$/1485ლარი დაჯდება. ფასში შედის: 5ღამე/6დღე დილის კვებით, AIR ARABIA-ს ორმხრივი ავიაბილეთი 20კგ ბარგით, სასტუმო, საქესკურსიო პროგრამა და სამოგზაურო დაზღვევა”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ცნობისთვის, „ეარ არაბია” დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა და ძირითადად, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დაფრინავს.