მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ყატარმა 208 მილიარდი ევრო დახარჯა და ამით რეკორდების რეკორდი დაამყარა.
„მსოფლიოს ჩემპიონატი ეროვნული ხედვის ნაწილია, თანხა უფრო ფართო განვითარების გეგმაში ჩაიდო, რომელიც ხელს უწყობს ქალაქების, ობიექტებისა და ინდუსტრიის განვითარებას.
208 მილიარდი ევრო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაიხარჯა, ქვეყნის ეროვნული განვითარებასა და მოდერნიზაციასთან კავშირშია. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი – ახალი გზები, მეტრო, აეროპორტები, სასტუმროები და ტურისტული ადგილები – მსოფლიოს
ჩემპიონატის მასპინძელის სტატუსამდე იყო დაგეგმილი“, – განმარტა ტურნირის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა, ფატმა ალ ნუაიმიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონების მშენებლობა 6.75 მილიარდი ევრო დაჯდა. ყატარში 7 ახალი სტადიონი აშენდა, განახლდა ძველი საერთაშორისო სტადიონი.
208 მილიარდი საგრძნობლად აღემატება სხვა მუნდიალებისთვის გაწეულ ხარჯებს, თუნდაც წინა, რუსეთის მუნდიალი რომ ავიღოთ, ჩრდილოელმა მეზობელმა 13 მილიარდზე მეტი დახარჯა.