მადრიდის «რეალი“ და „ბარსელონა“ ბურთების სხვაობით ერთმანეთს გაუტოლდნენ.
ლა ლიგაში ბოლო ტურის მატჩებში გამარჯვებების შემდეგ, ორ გრანდს გატანილი და გაშვებული ბურთების თანაბარი სხვაობა დაუჯდა – +2842.
ლა ლიგის ისტორიაში გუნდებმა 2787 თამაში გამართეს. „რეალმა“ 6009 გოლი გაიტანა და 3167 გაუშვა (+2842), ხოლო „ბარსამ“ 5968 გაიტანა და 3126 გაუშვა (+2842).

25-ე ტურში „რეალმა“ 4:0 აჯობა „ალავესს“, „ბარსელონამ“ შინ 6:1 მოუგო „ჟირონას“.

