25 იანვარს ლებრონ ჯეიმსმა კარიერის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით კობი ბრაიანტს გადაასწრო.
კობიმ ამასთან დაკავშირებით თავისი ბოლო პოსტი გამოაქვეყნა:
„განაგრძეთ თამაშის (კალათბურთის) განვითარება. და აჩვენეთ გზა მომდევნო რეკორდებისთვის“.
ლებრონმა 33644 ქულა დააგროვა და კობის აჯობა, წინ მხოლოდ ქარიმ აბდულ-ჯაბარი და კარლ მელოუნი არიან, ასევე 40-ათასიანი ნიშნული.
საინტერესოა, რომ ეს ისტორიული გადასწრება კობის მშობლიურ ქალაქში, ფილადელფიაში დაფიქსირდა.
თავად ლებრონი თამაშზე განსაკუთრებული სპორტული ფეხსაცმლით გავიდა.
წარწერა – „მამბა სამუდამოდ“ – სწორედ კობის პატივსაცემად დაიწერა.
ბრაიანტს მოეწონა და ლებრონს მიულოცა: „განაგრძე თამაშის განვითარება და დიდი პატივისცემა ძმას“.
ლებრონმაც არ დააყოვნა რევერანსი: „ბედნიერი ვარ, რომ კობიზე საუბრისას მეც მიხსენიებენ, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი კალათბურთელია“.