სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეულმა ეკონომიკურმა ვარდნამ ფეხბურთელების ფასების შემცირება გამოიწვია. პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად რჩება პსჟ-ს ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე, თუმცა მისი ფასი 6 მილიონი ევროთი შემცირდა. ტოპ 10-ეული ასე გამოიყურება.
კილიან მბაპე, პსჟ (259,2 მლნ ევრო)
რაჰიმ სტერლინგი, “სიტი” (194)
ჯეიდონ სანჩო , “ბორუსია” (179)
ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი, “ლივერპული” (172)
მარკუს რეშფორდი, “მანჩესტერი” (152)
მოჰამედ სალაჰი, “ლივერპული” (144)
სადიო მანე, “ლივერპული” (139)
ანტუან გრიზმანი, “ბარსელონა” (136)
ალფონსო დევისი, “ბაიერნი” (133)
ჰარი კეინი, “ტოტენჰემი” (118)
“ბარსელონას” კაპიტანი ლეო მესი 21-ე ადგილზეა (100 მლნ ევრო). “იუვენტუსის” მეგოლე კრიშტიანო რონალდო საერთოდ 70-ე ადგილზე აღმოჩნდა (62 მლნ ევრო).