LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ენატრებათ მშობლებს ყველაზე მეტად შვილებისგან: „ყველაზე მეტად მენატრება ვიგრძნო სითბო, თუნდაც, დარეკვისას..“ „პატარაობაში, სულ ხელით ვატარებდი, ვცდილობდი, პატიოსანი გაზრდილიყო“

240
12

რა გენატრებათ ყველაზე მეტად შვილებისგან? – ამ კითხვით „რუსთავი 2“- მა მშობლებს მიმართა. მშობლები, რომლებსაც უკვე დიდი შვილები და შვილიშვილები ჰყავთ, გადაცემაში „შუადღე“ გულახდილად საუბრობენ იმ ემოციებზე, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად ენატრებათ:

„ალბათ, სიყვარული..

ყველაზე მეტი სიკეთე და ბედნიერებაა, როდესაც შვილი უკვე ასაკში მოხუც მშობლებს ეუბნება: „მიყვარხარ, დედი“, „მიყვარხარ, მამი“… ყველაზე კარგი ეს არის რა! არაჩვეულებრივია“.

„ყველაზე მეტად მენატრება ვიგრძნო სითბო, თუნდაც, დარეკვისას, თუნდაც, როცა შევხვდებით – დამოკიდებულებაში. სითბოა ჩემთვის მთავარი, რაც დრო გადის და წლოვანება მემატება, სითბოს ვგრძნობდე.

„მე რომ მიჯერებდნენ შვილები, ჩემთან რომ იყვნენ პატარები, ჩემს გვერდით რომ იზრდებოდნენ, მიჯერებდნენ, დავყვებოდი, ვერთობოდით, ვეფერებოდი, ჩახუტებული ვიყავი ჩემს შვილებთან.

ჩემი გოგო, მით უმეტეს, მამისთვის გოგო ყოველთვის საყვარელია – რომ შემოდიოდა, ყოველთვის შემომეხვეოდა კისერზე: [მეტყოდა] „დღეს 5 მივიღე“.

ეს ძალიან სამწუხარო და მტკივნეული თემაა, ახლა, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ისეთ ასაკში ვართ, ახლა მინდა ჩავეხუტო ჩემს შვილებს და შვილიშვილებს.

კმაყოფილება მაქვს და მთელი ღამით სიამიანად ვარ მოსვენებული, როცა ინტერნეტში ჩემს შვილს დაველაპარაკები. ეს ჩემთვის უკვე სამწუხაროა, გულს მტკენს, ახლა მინდა მოვეფერო შვილებს, შვილიშვილებს, წავიყვანო ბაღში, სკოლაში, ხელჩაკიდებული წავიდე, მოვეფერო, ვეხუტო, ჩემთან დაიძინონ, ეს უკვე აღარ არის – გამიგეთ?“

„პატარაობაში, სულ ხელით ვატარებდი, მიმყავდა ზღვაზე, ვცდილობდი, ურთიერთობა გვქონოდა და რაც შეიძლება პატიოსანი და ისეთი გაზრდილიყო, რომ შემდეგ თავისი მოღვაწეობით ქვეყანას მოხმარებოდნენ.

რასაკვირველია, ბავშვობაში უფრო მეტი სითბო იგრძნობოდა, შემდეგშიც იგრძნობოდა, მაგრამ ყველაფერი იცვლება და ეს დამოკიდებულებაც, შეიძლება, თანდათან ისეთი აღარ არის, როგორიც დასაწყისში იყო“.

„მოფერება ალბათ.. მოფერება, მოფერება და მოფერება, აი „დედიკო ლოგოლა ხალ“ და რაღაც ასეთი გემრიელი სიტყვები“.

„დამოკიდებულება ყოველთვის იცვლება, ისეთივე მოსიყვარულე შეიძლება არ იყოს, როგორ პატარები არიან, თავისი ოჯახი აქვს, თავისი ხედვა, აზრები.

უფრო მეტი მოკითხვა მინდა, უფრო მეტი სითბო და თან მინდა კიდევ, დამიჯერონ“.

„როცა ჩემი შვილები ვერ მოდიან, თითქოს მაკლდება, ძალიან მინდა, რომ ურთიერთობები ხშირად იყოს.

„სითბო, მაგრამ სად არის ეს სითბო? მითხარი ერთი, სად არის?

„რა თქმა უნდა, მოფერება, სიყვარული, მეტი ყურადღება – არ გვაკლია, მაგრამ, მეტი თუ იქნება, უკეთესი იქნება.

შვილისგან ჭადრაკის თამაში მენატრება, ძალიან უყვარდა ბავშვობაში, ახლა აღარ მეთამაშება და ძალიან მენატრება“..

„ძალიან მენატრება თამაშები, როდესაც ვთამაშობდით, ვერთობოდით და დიდი სიყვარული მოდიოდა, დიდი სითბო, სილაღე და ალალობა.

 

 

?❤️ რა ენატრებათ მშობლებს ყველაზე მეტად შვილებისგან?

?❤️ რა ენატრებათ მშობლებს ყველაზე მეტად შვილებისგან?

” შვილს? პატარაობაში სულ ხელით ვატარებდი, ვცდილობდი ისეთი გაზრდილიყო, რომ ქვეყანას გამოდგომოდა. ”

Posted by შუადღე • Shuadge on Thursday, 13 April 2023

 

 

სხვისი არ ვიცი, მაგრამ დღეს რომ ვაკვირდები, მე მენატრება, ისინი რომ პატარები იყვნენ, თუმცა უკვე დიდები არიან და შვილიშვილები ჰყავთ, მე 80 წელს მიღწეული ვარ უკვე“, – ამბობენ მოქალაქეები საკუთარ შვილებზე საუბრის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g