LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფაქტორები განაპირობებს სახის ესთეტიკის დარღვევებს – სილამაზის აკადემია

405
მარიამ-სიჭინავა

რა ფაქტორები განაპირობებს სახის ესთეტიკის დარღვევებს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ორთოდონტმა მარიამ სიჭინავამ ისაუბრა.

რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები ორთოდონტებს?

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები ნეგატიურ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, ამიტომ ამ დროს პაციენტების უმრავლესობა მიმართავს ორთოდონტიულ მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ადამიანები როცა განსხვავებულად გამოიყურებიან, შესაბამისად ექცევიან, რაც უმეტესად იწვევს პიროვნების სოციალურ შეზღუდვას.

როგორც წესი, მასიურად ყველა მოგვმართავს ესთეტიური ხასიათის ჩივილით, ცალკეული კბილის გასწორებიდან დაწყებული, ყბისა თუ სახის ნაკვთების სახით დამთავრებული. ზოგიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს პრობლემას. (ვგულისხმობ , როგორც ფუნქციას, ასევე ესთეტიკას) და აბსოლუტურად არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა, თუმცა სახის მიდამოში ცვლილების იმედი აქვს.

ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ლეონარდო და ვინჩმა გადადგა პირველი ნაბიჯები. მნიშვნელოვანი ნაშრომებიც შექმნა სახის ესთეტიკასთან დაკავშირებით. მე-20 საუკუნეში კი პოლ ბერკმენი ამერიკელი პიონერი ორთოდონტი, რომელმა გამოთქვა მეცნიერულად შესწავლის თეორია არა მხოლოდ ესთეტიური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც.

რა ფაქტორები განაპირობებს სახის ესთეტიკის დარღვევებს?

სახის ესთეტიკის დარღვევები შეიძლება იყოს მრავალგვარი ფაქტორით განპირობებული, მათ შორის:

  • ​გენეტიკური ფაქტორები
  • ​ენდოკრინული ცვლილებები
  • ​​გარემოს ფაქტორებიLცხოვრების წესი, კვება, მავნე ჩვევები)
  • ​დაზიანებები (ტრავმები, ოპერაციები, ძვლების დაზიანებები)
  • ​ფუნქციური დარღვევები (მაგ. კბეჩის, ღეჭვის, სუნთქვის, უკმარისობა ან ზედმეტობა ყბის წინა და უკანა პოზიციაში)

რა მეთოდები გამოიყენება სახის ესთეტიკის დარღვევების კორექტირებისთვის?

პირველ რიგში ფუნქციების აღდგენით. სახის ესთეტიკის დარღვევების კორექტირება ხდება ორთოდონტიული, პლასტიკური ქირურგიის და სხვა შესაბამისი მედიცინის მეთოდების საშუალებით. ამ პროცესში გამოიყენება:

  • ​ორთოდონტიული სამკურნალო მეთოდები (კბილების, ყბის და პირის კონფიგურაციის კორექტირება)
  • ​პლასტიკური და ორთოგნათიული ქირურგია (ყბის ოპერაციები, სახის ტკბილეულის გამართული კორექტირება)
  • ​ალოპლასტიკა (ფილერები, ბოტოქსი)
  • ​ფუნქციური მკურნალობა

ყველა ბავშვი იბადება რეტნოგრათიით, ანუ როდესაც ქვედა ყბა გადანაცვლებულია უკან, მის განვითარებაში და ყბის წინ წამოწევაში მთავარ როლს თამაშობს წოვის აქტი,რომელიც ხელს უწყობს ქვედა ყბის წინ წამოწევას. მაწოვარას გამოყენება დოზირებულად. დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ წლამდე, რაც იმას გულისხმობს რომ სრულფასოვნად განვითარდეს ქვედა ყბა და არ ჩამორჩეს ზრდაში. მითუმეტეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, ჩვენ კავკასიელებს გვაქვს ზედა ყბა უფრო მეტად განვითარებული და წინ წამოწეული ვიდრე ქვედა ყბა, შესაბამისად აქცენტი უნდა გავაკეთოთ ქვედა ყბის განვითარებაზე.

სუნთქვის ფუნქციის დარღვევა ძირითადად ზეგავლენას ახდენს და აყალიბებს ეგრეთ წოდებულ ადენოიდურ სახეს, რაც დაკავშირებულია ზედა ყბის შევიწროებასთან და ქვედა ყბის გაფართოებასთან. ყვრიმალი თითქოს შებრტყელებულია და არ არის გამოკვეთილი, ხოლო სახის ქვედა მესამედი არის დამოკლებული.

ბავშვებს აქვთ ეგრეთწოდებული ინფანტილური ყლაპვა,რომელიც საჭიროებს დაკვირვებას რომ სამი წლის შემდგომ არ დარჩეს, როგორც ინფანტილური ყლაპვა, ასევე ენის პოზიცია იყოს სწორ პოზიციაში, ენა არ იყოს მოდუნებულ პოზიციაში. იგი უნდა იყოს სასაზე, წინა ფრონტალურების უკან.

როგორ ახდენს ორთოდონტიული მკურნალობა სახის ესთეტიკის გაუმჯობესებას?

ორთოდონტიული მკურნალობა არამარტო კბილთა რკალების და თანკბილვის კორექტირებას ეხება, არამედ მთლიანად სახის პროპორციებს და სიმეტრიას. ბრუნვისა და ზომის კორექტირება კბილების, ყბის და პირის არეში შესაძლებელს ხდის სახის ნაკვთების ფუნქციონალური და ესთეტიკური გაუმჯობესებას. ორთოდონტი ხშირად გეგმავს მკურნალობას, რომელიც მოიცავს კბილების და ყბის პოზიციების კორექტირებას.

რომელი თანამედროვე ტექნოლოგიები ეხმარება სახის ესთეტიკის პრობლემების გადაჭრაში?

თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა 3D ტომოგრაფია, ციფრული სკანერები, მოდელების ბიომეტრიული ანალიზი ცეფალოგრამა – საშუალებას იძლევა ზუსტად შევაფასოთ სახის და ყბის ფორმები და სწორედ ამის შემდეგ დაგეგმოთ მკურნალობა. საჭიროა​​ პირველადი კონსულტაცია და ანალიზი

დიაგნოსტიკა (რაც მოიცავს სკანირებას, რენტგენის გამოსახულებებს, 3D ანალიზს, ცეფალოგრამას და ა. შ)

​​მკურნალობის დაგეგმვა (ორთოდონტიული და/ან ქირურგიული ჩარევა)​.

რა არის ორთოგნათიული ქირურგიის პროცედურა?

ორთოგნათიული ქირურგია ზოგადად ორ ეტაპად ტარდება:

ორთოდონტიული მკურნალობა: პირველი ეტაპი გულისხმობს კბილთა რკალებისა და კბილების გასწორებას ორთოდონტიული აპარატით. მოწყობილობებით, რათა დაალაგოთ კბილები და მათ მოემზადოთ ქირურგიული ჩარევისთვის.

​​ქირურგიული ჩარევა: მეორე ეტაპზე კეთდება ოპერაცია, რომლის დროსაც ყბის პოზიცია და სტრუქტურა კორექტირდება. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ორთოდონტიული კონსტრუქცია კვლავ რჩება, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სწორი ყბის და კბილების სტრუქტურა.

ორთოგნათიული ქირურგიის პროცედურა, ჩვეულებრივ, 2-6 საათს გრძელდება, დამოკიდებულია ოპერაციის სირთულეზე. აღდგენითი პერიოდი კი შეიძლება გაგრძელდეს 6-12 კვირა. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა, რათა პირსა და ყბაში სრული ფუნქცია აღდგეს, ხოლო საბოლოო შედეგები შესაძლოა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იყოს სრულად გამოჩენილი.

ორთოგნათიული ქირურგიის, როგორც ნებისმიერი ქირურგიული პროცედურის დროს,შეიძლება იყოს გართულებები, როგორიცაა:

  • ინფექცია
  • ​​სისხლდენა
  • ​​ნერვების დაზიანება (განსაკუთრებით პირის, ტუჩებისა და ყბის ნერვები)
  • ​​სუნთქვისა და საჭმლის გადაყლაპვის პრობლემა

თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების და ქირურგიის მეთოდების წყალობით, ეს გართულებები ძალიან იშვიათია.