ქსელში გამოჩნდა ჩანაწერი, რომელიც მსოფლიოში პირველმა ვიდეორეგისტრატორმა 110 წლის წინ გადაიღო. უნიკალურ ჩანაწერზე ჩვეულებრივი საგზაო მოძრაობაა აღწერილი და რაც ყველაზე საინტერესოა, მიუხედავად მრავალწლიანი დაშორებისა, ის დღევანდელობისგან დიდად არ განსხვავდება. რარიტეტული შავ-თეთრი ჩანაწერი 1906 წელს, სან-ფრანცისკოში ტრამვაიდანაა გადაღებული. კადრებში კარგად ჩანს, რომ ფეხით მოსიარულეები თუ ავტომობილის მძღოლები ავარიულ სიტუაციებს ქმნიან. სპეციალისტების აზრით, ჩანაწერი კარგი გაკვეთილია იმ მძღოლებისთვის, ვინც სიჩქარის რეჟიმს ხშირად არღვევს და მკვეთრ მანევრირებასაც არ ერიდება.
https://www.youtube.com/watch?v=uEIxL__gCMI