ციცინო შურღაიას „ზმნისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დიდი რეზონანსი მოჰყვა. პლასტიკური ქირურგი ჰყვება, თუ რა უთანხმოება და განხეთქილება მოხდა მასსა და ია ფარულავას შორის.
შურღაია ინტერვიუში ამბობს, რომ ია ფარულავა ყველას ატყუებს და მათ შორის, მოატყუა ყოფილი ქმარი, ტარიელ სუარი, თითქოს მას ბინა გააყიდინა და ტარიელი ახლა ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც იამ ციცინოსგან შეიძინა.
გიტარისტი ტარიელ სუარი სკანდალურ სტატიას ეხმიანება და თავის გვერდზე წერს:
„რა გამაყიდინა ან რაის ქუჩაში დამტოვა, ბინების მეტი რა მაქვს, ხალხო? გამაგიჟებს ეს ხალხი. პირიქით, ერთი ნაგავი სარდაფი გავყიდე და მოვიშორე იმისათვის, რომ სასტუმროს წილი შემეძინა, სხვათა შორის წარმოუდგენლად იაფად. როგორ შეიძლება ამდენი ტყუილი და ცილისწამება ? სირცხვილია!!!!“, – წერს ტარიელ სუარი.
ვრცლად იხილეთ ინტერვიუ.
ვიდეო: „მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენი გზები გაიყო“ – რას ჰყვება ია ფარულავა ციცინო შურღაიაზე
