LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს ავტომობილის ფერი მის ღირებულებაზე

66
car-color

სააგენტო ISeeCars-ის ექსპერტებმა 650 ათასი ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის საქმე შეისწავლეს. თითოეული ვაჭრობა 2021-2022 წლების პერიოდში შედგა და გამოიკვეთა თუ რამდენად მოქმედებს ავტომობილის ფერი მის ღირებულებაზე. აღმოჩნდა, რომ 2-3 წელში ახალი ავტომობილის ფასი საშუალოდ 15%-ით ეცემა, თუმცა არასტანდარტული ფერის შერჩევის შემთხვევაში შესაძლოა დიდი თანხა მოიგოთ, ან პირიქით იზარალოთ კიდეც.

ყველაზე მომგებიანად ყვითელი ფერი დაასახელეს. ასეთი ავტომობილები მხოლოდ 4,5%-ით გაუფასურდა. ექსპერტები ამ ფაქტს მარტივად ხსნიან: ყვითელი შეფერილობა საკმაოდ იშვიათია, ამიტომ მყიდველები მზად არიან ზედმეტი გადაიხადონ. გარდა ამისა, მასობრივ მარკეტზე ეს ფერი თითქმის არასდროს გვხვდება, ხოლო სპორტქარების და მასლქარების ღირებულება ისედაც შეუმჩნევლად იკლებს.

პოპულარული ფერების მეორე ადგილს, საკმაოდ დიდი სხვაობით ნარინჯისფერი იკავებს. მყიდველები ამ ფერისთვისაც გადამეტებულად იხდიან. მეორად ბაზარზე არსებული მანქანების მომხიბვლელობას ზრდის ისეთი ფერებიც როგორიცაა – მწვანე, წითელი და იასამნისფერი.

ცისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი მანქანები ყველაზე გავრცელებულია, ამიტომ მათი ფასი როგორც წესი, წლებთან ერთად მცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები