LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ქართული ღვინო საზღვარგარეთ და რომელ ქვეყნებში ყიდულობენ მას ყველაზე ძვირად?

194
Untitled design (6)

რა ღირს ქართული ღვინო ქვეყნის ფარგლებს გარეთ – უახლესი კვლევის შედეგებს „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ქართული საექსპორტო ღვინის ფასი იზრდებოდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფასის კლება 2020 წლიდან დაიწყო, ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორია დასახელებული, მათ შორის – პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეები, მზარდი ადმინისტრაციული ხარჯები და სავალუტო რისკის დიდი ზემოქმედება.

„თიბისი კაპიტალის“ 2022 წლის აგვისტოს კვლევაში ასევე წარმოდგენილია ის ქვეყნები, სადაც ქართული ღვინო ყველაზე ძვირი ღირს.

 

დოკუმენტის მიხედვით, საექსპორტო ბაზრებზე 2021 წელს ღვინის ფასი წლიურად გაიზარდა.

ქართული ღვინო ყველაზე ძვირი იაპონიაში ღირს და ლიტრის საშუალო ფასი – 6.99 დოლარია.

მეორე ადგილზეა აშშ, სადაც ქართული ღვინის ღირებულება, საშუალოდ, 6.38 დოლარია,

გერმანიაში კი მისი ფასი 5.03 დოლარია.

ჩინეთში ლიტრის საშუალო ფასი 3.73 დოლარია,

პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში  ლიტრის საშუალო ფასი 2.78-დან 3.28 დოლარს შორის მერყეობს.

გასულ წელს ერთი ლიტრი ქართული ღვინო საშუალოდ, უკრაინაში 2.62 დოლარი, რუსეთში კი 2.76 დოლარი ღირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები