LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – აპრილში ფასების ინდექსი 5%-ით გაიზარდა

134
Vintage old hotel bell on the table

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის აპრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.5%-ით შემცირდა. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი კახეთში (8.5%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-10.6%).

„2023 წლის აპრილში, 2022 წლის აპრილთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5.0%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.0%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (25.2%), ყველაზე დაბალი კი რაჭაში (-12.9%).

2023 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 247 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 115 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 373 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 548 ლარი შეადგინა, თბილისში – 452 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 354, ხოლო გურიაში – 328“, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

რა ღირს სასტუმროს დაჯავშნა საქართველოში – მარტში წლიურად 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g