LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში?

104

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით,  საქართველოს რეგიონების მასშტაბით  სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

მოეწყობა ღვინის გამოფენა-დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინოჩვენება. თელავში, მარნეულსა და აჭარის რეგიონში გაიმართება ღვინის ფესტივალები. ჩატარდება ღვინის კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც  საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის ორდენი გადაეცემა.

22  სექტემბერს, ღვინის კვირეული თელავში ღინისძიებით გაიხსნა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ  სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ. ღონისძიებაზე  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა/დეგუსტაციაც  (ყველი,თაფლი, ჩირი, ჩაი, ხილი)გაიმართა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული ტრადიციული, ქართული მრავალხმიანი სიმღერები ქმნიდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქართული ღვინის დღე აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის  ასოციაცია.

გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ  მიმდინარე წელს ქართული ღვინის  კვირეული გაიმართებოდა.

magti 5g