LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ინფორმაციაა მეგი ბაქრაძის ტელეფონში – ადვოკატები ვაქცნინაციის დროის შეცვლაზე საუბრობენ

252
მეგი ბაქრაძე

ვაქცინაციის დროს ახალციხეში გარდაცვლილი გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში გადაცვლილის ტელეფონი შესაძლოა, მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს.

მათი თქმით, გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონს გადასცემენ.

„მეგის გარდაცვალებაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ოჯახზე გადაიარა მოქალაქეების შიშმა, რა შეიძლება, მოხდეს ვაქცინაციის შემდეგ. ყველაზე ცუდი მოხდა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა შესაძლებლობა, მოხდეს ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება. მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ადამიანის გარდაცვალება უნდა იყოს უკანასკნელი პრობლემა. სწორედ ეს აინტერესებს ოჯახს, გაიგოს სიმართლე.

ჩვენ გაწვდით ყველა ფაქტს, ინფორმაციას, იგივეს უნდა აკეთებდეს პროკურატურა. ხუთი დღეა, არ მიგვიღია მათგან ინფორმაცია. მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს გავეცნობით სააგენტოსა და სამხარაულის ბიუროს დასკვნებს. პირველ რიგში, გვეცოდინება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. რამდენიმე დღის წინ მოხდა ვაქცინაციის ზუსტი დროის იდენტიფიცირება. ვაქცინაციის დრო არის 12:30 საათი, როცა რეალურად 13 წუთზე მოხდა.

გამოდის, რომ 32 წუთში გაეწია რეანიმატოლოგის დახმარება. ეს ეჭვქვეშ აყენებს დოკუმენტს და ფორმა 100-ს. „ასტრაზენეკას“ სჭირდება გარკვეული დოკუმენტაცია, ეს არის სამედიცინო ისტორია ახალციხის კლინიკიდან.

მინდა, ასევე ვისაუბრო ახლა მტკიცებულებაზე. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც დღემდე არ ამოუღია გამოძიებას. გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას მის მდგომარეობაზე. გარდაცვალების შემდეგ არის კომუნიკაცია. მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია არსებობს. ჩვენ ამ მოწმეებს ვერ გამოვკითხავთ. გამოძიებამ უნდა შექმნას სრული სურათი“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.

გასულ კვირას გამოძიებაში „ასტრაზენეკა“ ჩაერთო. მათ გამოძიებისგან ვაქცინის ამპულის საიდენტიფიკაციო ნომერი მოითხოვეს.

ამევე თემაზე :

მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში “ასტრაზენეკა” ჩაერთო – რა მოითხოვა კომპანიამ

შეუძლოდ, რომ გახდა მაშინვე ადრენალინის ნემსი გავუკეთეთ: ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები