LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იქნება დღეს – პარტიების გზა მეორე ტურებამდე და სავარაუდო შედეგები

37
archevnebi

არჩევნებმა, რომელიც ერთი შეხედვით უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნებია, განსაკუთრებული მნიშვნელობა პირველივე ტურში შეიძინა. ამისთვის კი ოპოზიციამ იმუშავა, რომელიც მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ ეს არ იყო რიგითი თვითმართველობის არჩევნები, ყოველდღე უმეორებდა, რომ ეს იყო გადამწყვეტი ბრძოლა განვითარებასა და განუვითარებლობას შორის. სწორედ ამიტომაც აქვს ახლა უკვე მეორე ტურს ამხელა მნიშვნელობა მინიჭებული. რამდენად დაიჯერა ამომრჩეველმა თვითმმართველობის არჩევნების პოლიტიკური დატვირთვა, ამას დღეს საღამოს გავიგებთ, მათ შორის ეს მოქალაქეების აქტივობასა და საბოლოო შედეგებში უნდა აისახოს. მანამდე კი მიმოვიხილოთ და შევაჯამოთ, რა პოლიტიკური რეალობა გვაქვს მეორე ტურებისთვის.

                                                                        მმართველი გუნდის მთავარი გზავნილები

დავიწყოთ ხელისუფლების წინასაარჩვენო პოლიტიკით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ სიძულვილის ენას ეყრდნობოდა და მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიმართ ხშირად თვით პრემიერიც ხშირად ირონიით და სარკაზით გამოირჩეოდა.

მაგ. ღარიბაშვილი  3 ოქტომბერს სააკაშვილს ემუქრებოდა: „წესიერად მოიქცეს, თორემ სხვა მუხლებსაც დავუმატებთ“.

11 ოქტომბერს ამბობდა: „როცა აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კგ თაფლს არ უნდა ჭამდეს“ – ეს იმ დროს, როცა პატიმარი ექსპრეზიდენტი თაფლს ჩაისთვის ითხოვდა, თუმცა ამ განცხადების მერე თაფლზე უარი თქვა.

23 ოქტომბერი: „ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს“.

28 ოქტომბერი: „კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება“ – ეს განცხადება სააკაშვილზე გააკეთა, მაგრამ რეალურად წაახალისა სუიციდი და როგორც იურისტები ამბობენ, პრემიერის განცხადება თავისთავად დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. დღის ბოლოს კი პრემიერმა განმარტა, რომ მას თვითმკვლელობა და არა შიმშილი უნდა ეთქვა.

ღარიბაშვილმა იგულისხმა შიმშილობის უფლება და არა ადამიანის თვითმკვლელობის უფლება: პაპუაშვილი პრემიერის განცხადებაზე

"მან იგულისხმა, რომ ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება და არავის აქვს უფლება, რომ ადამიანს საკვების მიღება აიძულოს" - განაცხადა პაპუაშვილმა.

საკუთარ გამოსვლებში, პრემიერიც და ოცნების სხვა წევრებიც მუდმივად ხაზს უსვამენ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა დასრულდეს. მათ საარჩევნო რგოლიც გააკეთეს – „დავასრულოთ ნაცები“. სწორედ ეს არის მმართველი გუნდის მთავარი დაპირება.

მეორე ტურის წინ კი გამოჩნდა სუსი და ფაქტობრივად გვითხრა, რომ სახელმწიფო მძიმე სცენარს აარიდა. საგანგებო ბრიფინზე გავიგეთ, რომ თურმე ოპოზიცია ქაოსის შექმნას აპირებდა და როგორც სუსში თქვეს, გამოძიება სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების მუხლით დაიწყო.

 

                                                                               ოპოზიციის მთავარი გზავნილები

პირველი ტურის შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა, მხოლოდ სიტყვებით კი არა, საქმით ეჩვენებინა, რომ ერთმანეთის გვერდით დგანან, მხარს უჭერენ ერთმანეთის კანდიდატებს და კოალიციური მთავრობის მოდელი პირველ ეტაპზე თბილისის მაგალითზე წარმოადგინეს.

სწორედ ამ გუნდმა გუშინ საღამოს პრეზენტაციაც გამართა, სადაც პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა კოალიციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ლელოს“ ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ ამ პრეზენტაციაზე თქვა, რომ რევანში და სიძულვილის ენა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

ასეთივე შინაარსის განცხადებები გვესმოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვა ლიდერების მხრიდანაც და ცდილობდნენ, ოცნების სიძულვილის ენაზე სიძულვილის ენითვე არ ეპასუხათ.

ოპოზიციურ ფლანგზე ერთ–ერთ მთავარ წერტილად მიხეილ სააკაშვილი რჩებოდა, რომელიც 30–ე დღეა შიმშილობს და გუშინ მედიკამენტებსა და ექიმებთან კონტაქტზეც უარი განაცხადა.

მოშიმშილე პრეზიდენტი, რომელიც ციხიდან აზანზარებს საქართველოს, დაბრუნება უკან, რუსეთის ორბიტაზე - რას წერს BBC სააკაშვილზე

საერთაშორისო გამოცემა BBC საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს.

მან ციხიდან ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილს დღის ბოლოს წერილი გამოატანა, სადაც მან მეუფე გრიგოლთან გუშინდელ შეხვედრასა და პრემიერის განცხადებებზე ისაუბრა. წერილის ბოლოს კი წერს: „თითოეულ თქვენ ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ თუ მოვკვდები. იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. სამ სიყვარულმა ჩამომიყვანა აქ და ეს სიყვარული მაცოცხლებს მთელი თვეა“, – წერს სააკაშვილი არჩევნების წინ გამოგზავნილ ბოლო წერილში.

 

                                                                           რას ამბობენ პოლიტიკური ექსპერტები

რადიო „ფორტუნა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს დაუკავშირდა, რომელიც პირველ რიგში სუსის ბრიფიგს გამოეხმარა.

„ამ ბრიფინგმა ალბათ უნდა იმუშაოს იმ ამომრცეველზე, ვინც ხვალ ოპოზიციისთვის ხმის მიცემას აპირებდა. ხვალ კიდევ რაღაცების გამოყრას ეცდებიან. მე ყველა ამომრჩეველს ვთხოვ იფიქრო ამ ჩანაწერზე, სადაც ჩანს, რომ საქმის ფიგურანტი ამბობს, რომ ამას ვერ გავაკეთებ, რადგან ბრძანება არ მიმიღიაო. ანუ წინააღმდეგობაში მოდის ბრიფინგის შინაარსი და გავრცელებული ჩანაწერი“, – ამბობს ლაგაზიძე.

მან არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ხელიდან შანსს უშვებს.

„ოცნება უშვებს ისტორიულ შანსს, რომ შევიდეს ისტორიაში, როგორც ერთ–ერთ დემოკრატი ხელისუფლება. ხვალ რომ ოპოზიცა იმარჯვებს , რაშიც დარწმუნებული ვარ –ეს რომ გააფორმოს ოცნებამ, მუნიციპალუტეტის ნაწილში მაინც,  საქართველოში ნამდვილ ევროპულ დემოკრატიას მივიღებთ. ამაზე ამბობს უარს ქართული ოცნება. იმიტომაც არის საშიში ეს ძალა, მას არ აქვს ამბიცია, რომ დარჩეს საქართველოს ისტორიაში. ოპოზიციისთვის მსხვილი ქალაქების მოგების დიდი შანსია, რაც  პირველი ტურის შედეგებმაც გვაჩვენა“, – აცხადებს ლაგაზიძე.

დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია, რომელიც 20 ოლქში იმართება. მმართველ გუნდს ყველა ქალაქის მოგების იმედი აქვს, გამარჯვებაში დარწმუნებულია ოპოზიციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g