„ფორმულას“, კერძოდ კი, „დროების“ ჟურნალისტის, რატი მუჯირის მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, სოფო ნაცვლიშვილი ესაუბრება ბაია დვალიშვილს, როგორია იმ ჟურნალისტის ცოლობა, რომელიც მუდმივად ცხელ წერტილებში მუშაობს. შეგახსენებთ, ჟურნალისტი ახლახან დაბრუნდა უკრაინიდან, საიდანაც ასევე საფრთხის ქვეშ მყოფი ამზადებდა რეპორტაჟებს…
სოფო ნაცვლიშვილი:
„რაც ასაკი მომემატა, არ ვიცი, რისი ბრალია, გამოცდილებაც დამიგროვდა და უკეთ აღვიქვამ, რა ხდება, მით უფრო მეტად დავიწყე ნერვიულობა. 2008 წლის ომი რუსეთთან ისე გადავიარეთ, რომ ვერც ნერვიულობა და ვერც მოკითხვა ვერ მოვასწარი. „კურიერის“ ბიჭებს ვეკონტაქტებოდი, მასალა უნდა გადმოეგორებინათ და თან მეუბნებოდნენ, რატიც ვნახეთ და ცოცხალიაო… ეს იყო მოკითხვა. ჩვენი შვილები დაბადებიდან უყურებენ ამას, – მამა მიდის სამსახურში და არა მამა მიდის ომში. იქიდან გამომდინარე, რომ დედის ნერვიულობას ვერ ხედავენ, თვითონაც ყოჩაღად არიან…“