რა მდგომარეობაა ქვეყანაში ბიუჯეტის შესრულების მხრივ – ამ მიმართულებით პარლამენტი განხილვებს იწყებს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების დეტალურ ანგარიშს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარუდგენს.
დაბალ ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს ოპოზიცია და შექმნილ ვითარებას არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნის. დეპუტატებთან ერთად განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.