LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მითები არსებობს ინექციურ პროცედურებზე – სილამაზის აკადემია

723
ნატა-რევაზიშვილი

რა მითები არსებობს ინექციურ პროცედურებზე – ამ თემებზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.

„ბოტოქსი” და მითები

ყველაზე მეტი მითი არსებობს სწორედ ბოტულინოთერაპიაზე. სინამდვილეში „ბოტოქსი” სამედიცინო კუთხით ყველაზე უვნებელი ტოქსინია.

ხშირად ჰგონიათ, რომ „ბოტოქსის” ტოქსინის გასვლის შემდეგ ნაოჭები კიდევ უფრო გამოჩნდება. სინამდვილეში ტოქსინის მოქმედების დროს პაციენტები ეჩვევიან უნაოჭო სახეს და როცა ტოქსინის მოქმედება გადის, ისინი ხედავენ კვლავ თავის ნაოჭებს, რაც მანამდე ჰქონდათ, ასევე ემატებათ ასაკი და ეს არანაირად არაა დაკავშირებული ტოქსინთან.

ბოტულინოთერაპია გამოიყენება ისეთი ჩვენებების დროს, როგორიცაა „შაკიკი“, ასევე ჭარბოფლიანობის დროს. პრეპარატი არის უსაფრთხო. მას აქვს გვერდითი მოვლენა, თუ ჩხვლეტა მოხვდა არასწორად კუნთში, შეიძლება მოხდეს წარბის დაწევა ან თვალის დახუჭვა, თუმცა ეე საშიში არაა და კუნთის აღდგება მალევე ხდება.

ბიორევიზალიზანტები და მითები

ამ მიმართულებით მსმენია, რომ ბიორევიტალიზაციის შემდეგ სახე შუპდება და სივდება. გააჩნია პრეპარატს, ზოგიერთი პრეპარატი იზიდავს წყალს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახე იქნება მუდმივად შეშუპებული.

ფილერი და მითები

აქაც შეშუპებაზე მსმენია. ზოგადად მნიშვნელოვანია გავიგოთ რომელ პრეპარატს ვიკეთებთ, რომელი ქვეყნის წარმოებისაა, და ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის შერჩევა.

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რა ზონებზე არაა სასურველი ფილერის გაკეთება. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ, რა ზონებზეა საფრთხილო, ესაა თვალსაცრემლე ზონა და ცხვირის არე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები