LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყელი და დეკოლტე – ყველაზე მარტივად დაბერებადი ზონები – სილამაზის აკადემია

147
ნატა-რევაზიშვილი

ყელი და დეკოლტე – ყველაზე მარტივად დაბერებადი ზონები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა, კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.

ნატა ამბობენ, რომ ყველაზე მარტივად დაბერებადი ზონები ყელი და დეკოლტეა…

დიახ, ყელი, დეკოლტე და ხელები. ეს ის ზონებია, რომელსაც ყველაზე მეტად ეტყობა ასაკი. მოვლის თვალსაზრისით შეგვიძლია ჩავიტაროთ იგივე პროცედურები, რასაც ვიტარებთ სახეზე.

ჩვენ ვუვლით სახეს, მაგრამ გვავიწყდება ის ზონები, რომლებსაც ყურადღება სახესთან ერთად უნდა მივაქციოთ. ქალის კანის სტრუქტურა განსხვავდება კაცისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაცის კანს არ სჭირდება მოვლა.

როგორ უნდა მოვუაროთ ყელს, დეკოლტეს და ხელებს?

მეზოთერაპიები, ბიორევიტალიზაცია, სახლის მოვლა… ეს ყველაფერი უნდა იყოს კომბინაციაში და კეთდებოდეს ეტაპობრივად. ეს ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის აქტივაციას და ბუნებრივია დაბერების პროცესი შენელდება, პრინციპში შეგვიძლია ყველა ის პროცედურა ჩავიტაროთ, რასაც ვიტარებთ სახეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები