LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მითები არსებობს თანამედროვე კოსმეტოლოგიაში – სილამაზის აკადემია 

697
ნატა-რევაზიშვილი

რა მითები არსებობს თანამედროვე კოსმეტოლოგიაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.

ნატა, ხშირად გვესმის სხვადასხვა მოსაზრება ბოტულინოტოქსინის შესახებ…

დიახ, არსებობს არაერთი მითი ამ თემაზე. მაგალითად, რომ “ბოტოქსის” გაკეთების შემდეგ ნაოჭები უფრო ღრმავდება. ეს რა თქმა უნდა მითია. უბრალოდ პაციენტი ეჩვევა რომ კუნთი მოდუნებულია და ნაოჭი ალაგებული, ხოლო როცა გადის ტოქსინის მოქმედება, ნაოჭი ლოგიკურად ისევ ჩნდება. შესაბამისად არსებობს ეს მცდარი მოსაზრება. გარდა ამისა, ამბობენ რომ გარკვეულ ადგილებში ბოტოქსის გაკეთება არ შეიძლება. მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, ბოტოქსის გამოიყენება არა მხოლოდ კოსმეტოლოგიაში, არამედ მედიცინაში. ის გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ, ჰიპერჰიდროზის დროს, შესაბამისად არის უსაფრთხო და მისი ეფექტიანობა დასტურდება არა ერთი კვლევის მიხედვით.

რაც შეეხება ფილერს, მასთან დაკავშირებით რას გვეტყვი? 

ამ თემაზეც არა ერთი მითი არსებობს. თითქოს ფილერის შემდეგ სახე არის დასიებული. არის შეშუპება. თუმცა გეტყვით, რომ თუ მიხვალთ სწორ სპეციალისტთან და გაიკეთებთ კარგი ხარისხის ფილერს, სწორ ადგილას არანაირი პრობლემა არ იქნება.

ანუ ამბობ, რომ უნდა პროცედურამდე სწორი სპეციალისტის შერჩევაა აუცილებელი…

დიახ, რა თქმა უნდა. უნდა იყოს ექიმი, იცოდეს სახის ანატომია. თუმცა არავინ არის შეცდომისგან დაზღვეული. შემდეგ ყურადღებას ვაქცევთ პრეპარატს, პრეპარატი უნდა გაიხსნას პაციენტის თვალწინ. ვაჩვენებთ ვადებს. ნემსიც იხსნება პაციენტის გვერდით.